დაშავებული და-ძმის მდგომარეობა მძიმეა

14 ივლ 2019

ისევ მძიმეა ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული მცირეწლოვანი და-ძმის მდგომარეობა. ბიჭი მართვით სუნთქვაზე ბათუმში, გოგონა კი თბილისშია გადაყვანილი. დაღუპულები მათი მშობლები არიან.

ავარიისას დაშავებული 9 პაციენტი კი  სხვადასხვა ტრავმებით ქობულეთის კლინიკებში რჩებიან, რამდენიმე მათგანს დილით ოპერაცია ჩაუტარდა.