საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში

14 ივლ 2019

ბათუმში, ვიტალი ასათიანისა და ნიაზ ჟორდანიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ჩოგბურთის ტურნირში,  9- დან 16 წლამდე 137 სპორტსმენი ასპარეზობდა.

საერთაშორისო ტურნირში  ახალგაზრდები სომხეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან ჩამოვიდნენ. დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები. ტურნირი 2004 წლიდან იმართება.