დავით გარეჯის ტერიტორიაზე დღეს სიმშვიდეა

15 ივლ 2019

დავით გარეჯის ტერიტორიაზე  დღეს სიმშვიდეა. გუშინ მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაწყებულია და მხარეებს შორის  შეთანხმების მისაღწევად ორი ქვეყნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიები უკვე მუშაობენ  -აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.  გუშინ გავრცელდა ინფორმაცია , რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ეკლესიიდან  უნებართვოდ ხატები გაიტანეს.