GDRP-ის შემაჯამებელი სწავლება

17 ივლ 2019

თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მომზადებას აგრძელებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  წვრთნებს მონიტორინგს ქართველი და ამერიკელი დამკვირვებელ-მაკონტროლებლები უწევენ. სწავლება ოთხ ფაზად იყოფა.

ყურადღება თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, წვრთნების მენეჯმენტსა და საბრძოლო სროლებს ეთმობა.  შემაჯამებელ სწავლებას ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ.