“ბავშვებს უნდათ მშვიდობა”

19 ივლ 2019

„ბავშვებს უნდათ მშვიდობა“  - ამ დევიზით ბათუმში, უკრაინელმა ბავშვებმა შინდისის სკვერში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.  პროექტის ფარგლებში საომარი მოქმედებების ზონაში მცხოვრები  20-უკრაინელი ბავშვი ჩამოვიდა. 

პროექტის მიზანი  ომისგან ტრამვირებული ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაა. ბავშვები აჭარის ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს გაეცნობიან და სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.   პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება.