„რივიერას“ მოწინააღმდეგეები 19 საათზე საპროტესტო აქციას აანონსებენ

20 ივლ 2019

19 საათზე  “დაიცავი  ძველი ბულვარის“ და საზოგადოება „ბათომის“ წევრები  იუნკერების მემორიალთან, აქციას გამართავენ. გადაწყვეტილება მათ რივიერას მშენებლობასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრის  შემდეგ მიიღეს. 

„საინიციატივო ჯგუფის წევრების -“ განცხადებით, „ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობაზე “სილქ როუდ ჯგუფს” მწვანე შუქი ქალაქის თვითმმართველობამ აუნთონ და უგულებელყო ბათუმელების მოთხოვნა –შეენარჩუნებინა ქალაქისთვის ერთადერთი გადარჩენილი სივრცე, ზღვაზე გადასასვლელი.

მათი თქმით არ გაითვალისწინეს მეცნიერების მოთხოვნა – ისტორიული ქალაქის საზღვრებში დაებრუნებინა   ისტორიული ადგილი და არ მიეცა ინვესტორისთვის ბეტონის კედლების აღმართვის ნება. არად ჩააგდეს ეკოლოგების გაფრთხილება – მრავალსართულიანი განაშენიანების საფრთხის შესახებ“. რივიერას მოწინააღმდეგეებმა თავიანთი მოთხოვნები განცხადებაში დააფიქსირეს.