მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ხელფასები აღარ გაეზრდება

20 ივლ 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ხელფასები აღარ გაეზრდება. გადაწყვეტილებას მხარი, ნატა იმედაიშვილმა, გიორგი ირემაძემ და ირაკლი დარცმელიძემ დაუჭირეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო გიგა ჩხარტიშვილმა, რომელიც ხელფასების მატების ინიციატორი იყო.

დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა საბჭოს კიდევ ერთი წევრი ბეჟან გობაძე. 11 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, მრჩეველებს მაუწყებლის საჰონორარო ფონდიდან, ხელფასები 15 %-ით ეზრდებოდათ.