„რივიერას“ მოწინააღდეგებებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

20 ივლ 2019

აქცია და მსვლელობა ბათუმის მერიასთან.  “დაიცავი  ძველი ბულვარის“ საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა და სხვა რიგითმა ბათუმელებმა, რომლებიც რივიერას მშენებლობას აპროტესტებენ, აქციის შემდეგ მსვლელობით ბათუმის მერიასთან გადაინაცვლეს.

„საინიციატივო ჯგუფის წევრების -“ განცხადებით, „ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობაზე “სილქ როუდ ჯგუფს” მწვანე შუქი ქალაქის თვითმმართველობამ აუნთო და უგულებელყო ბათუმელების მოთხოვნა – შეენარჩუნებინა ქალაქისთვის ერთადერთი გადარჩენილი სივრცე, ზღვაზე გადასასვლელი.