აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ''არსიანი'' პოლონეთში გასტროლით მიემგზავრება

22 ივლ 2019

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური  ანსამბლი „არსიანი“ პოლონეთში გასტროლით მიემგზავრება. დღეს მოცეკვავეები გენერალურ რეპეტიციას გადიან.  „არსიანი“  ბესკიდელი მთიელების 56-ე საერთაშორისო ფოლკლორის კონკურს-ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.  

ანსამბლი პოლონეთში ქართული ხალხური ცეკვების პოპურს,  მუსიკალურ ნომრებს და მიუზიკლებს შესრულებს. ფესტივალში 20-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა ანსამბლი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ  „არსიანი“ ივნისში ბუდაპეშტში გამართული ფესტივალიდან  4 პრიზით დაბრუნდა.