ბათუმის ბაზარში საეჭვო წარმომავლობის 653 კგ ხორცი ამოიღეს

22 ივლ 2019

ნახევარ ტონაზე მეტი საქონლის ხორცი გაანადგურა აჭარაში სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სამსახურმა - სეს-ის ინფორმაციით ხორცი, სასაკლაოების გვერდის ავლით, შემოწმების გარეშე იყო გატანილი დახლებზე, რაც კანონდარღვევაა და რისკებთანაა დაკავშირებული - შეუმოწმებელი ხორცი ბათუმის ნაგავსაყრელზე, სპეციალურად მოწყობილ ორმოში დამარხეს.

ინსპექტორებმა შეამოწმეს კვების ობიექტები - ჯარიმა, ზარალი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები.