საქართველოში მიწისძვრა მოხდა

22 ივლ 2019

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  მიწისქვეშა ბიძგები ონში სოფელ ბაჯიხევში თბილისის დროით 22:00 საათზე დაფიქსირდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.