ვერშბოუ საქართველოში აშშ-ს ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

23 ივლ 2019

ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ უარყოფს ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება. განცხადება მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“გაავრცელა.