ირაკლი ოქრუაშვილი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება

23 ივლ 2019

თითქმის ერთი საათია ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით დღეს იკითხება. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი კითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხობს.  20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხნენ წევრი გიგი უგულავა,  გრიგოლ ვაშაძე, გია ბარამიძე და ხატია დეკანოიძე.