ხელვაჩაურში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

26 ივლ 2019

ხელვაჩაურის კულტურის სახლში ქართული საესტრადო მუსიკის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მომღერალი დავით არჩვაძე და კომპოზიტორი თეა ჯინორია მონაწილეობდნენ. კონცერტიდან შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახებს მოხმარდება.