ყვავილების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

27 ივლ 2019

ვარდები, იები, გიორგინები, გვირილები, ჰორტენზიები, კამელიები-სხვადასხვა ფერის, ზომის, სურნელის მქონე  ყვავილები დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გამოიფინა. 

ბოტანიკურ ბაღში "ყვავილების ფესტივალი" წელს პირველად მოეწყო.

200-მდე ჯიშის ყვავილისა თუ ხე-მცენარეების  დათვალიერება და ბოტანიკურ ბაღში მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

 

 

ფესტივალში მონაწილეობას რეგიონში ცნობილი სანერგე მეურნეობები, ფიზიკური პირები, კერძო კომპანიები და ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ღებულობენ.