27 ივლ 2019
განახლებული საბავშვო მოედანი ახალ ბულვარში ხვალ 12 საათზე საზეიმოდ გაიხსნება. ხატვა, ბოულინგი, რგოლების სროლა და შეჯიბრებები - პატარებისთვის სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, ზღაპრული გმირებისა და ანიმატორებისგან კი ბავშვებს სიურპრიზი ელით, იქნება უფასო ნაყინი.
ბულვარის ბიუჯეტიდან საბავშვო მოედნის რეაბილიტაციისათვის 394 ათასი ლარი დაიხარჯა, პლასტმასის ატრაქციონები ხის ატრაქციონებით ჩანაცვლდა, მათგან ერთი ადაპტირებულია, მოეწყო ასევე ხელოვნური საფარი.