„მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას“- პატრიარქი

28 ივლ 2019

საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა,  გალობის „დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“ შექმნის ისტორია გაიხსენა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ადამიანს დაღლილობის არ უნდა შეეშინდეს, რადგან უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, მაგრამ სიხარულსა და ძალასაც აძლევს.

ადამიანებს კი მადლობის თქმა ავიწყდებათ. ეკლესია 28 ივლისს წმინდა მოწამეთა კვირიკეს და მისი დედის ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს.