დაკარგული არასრულწლოვანი პოლიციამ დღეს ბათუმში იპოვა

29 ივლ 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი, რომელიც გუშინ შუახევში გაუჩინარდა იპოვეს. 

მოზარდს სამართალდამცველები, რამდენიმე საათის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციაზე ეძებდნენ.

ბიჭი პოლიციამ ბათუმში იპოვა და სახლში დააბრუნა. 

უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობს. 

პოლიციას დასახმარებლად ოჯახმა გუშინ მიმართა. ბიჭი სოფელ ბარათაულიდან ​გაუჩინარდა და ოჯახის წევრები მას ვეღარ პოულობდნენ.