თუშეთში სამძებრო სამუშაოები განახლდა

29 ივლ 2019

დილიდან განახლდა სამაშველო სამუშაოები თუშეთში. მაშველები 18 წლის ახალგაზრდას ეძებენ.  თუშეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხევში ჩავარდნილი მანქანის ამოსატანად მძიმე ტექნიკა მუშაობს. 

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, 27 ივლისს „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც 12 ადამიანი მგზავრობდა, ხევში გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 6, დაშავდა 2 და ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.