აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები პირველი არხის მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ 

30 ივლ 2019

ტელევიზიის შენობა, ხელფასების სამართლიანი გადანაწილება და ტექნიკური აღჭურვა - ამ და სხვა პრობლემებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები და მრჩეველთა საბჭოს წევრები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს ხვდებიან.  

ინიციატორი პირველი არხის ბორდის წევრები არიან,  მათი თქმით სურვილი აქვთ  მაუწყებელში არსებულ პრობლემებზე  სამსახურის უფროსებისგან მოისმინონ ინფორმაცია. მსგავს ფორმატში შეხვედრა პირველად იმართება.