ლარი კიდევ გაუფასურდა - ერთი დოლარი 2 ლარი და 97 თეთრი გახდა 

31 ივლ 2019

ეროვნულმა ბანკმა ახალი გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ ორი თეთრით გაუფასურდა და 2.97 გახდა.

ერთი ევროს ღირებულება კი 3.3127.

ახალი გაცვლითი კურსი ზალაში ხვალ, 1 აგვისტოს შევა. 

კიდევ უფრო მაღალია კურსი კომერციულ ბანკებში. აქ ერთი დოლარის საყიდლად 3 ლარი და 3 თეთრი დაგჭირდებათ.