31 ივლ 2019
კაპროვანის სანაპიროზე 12 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი დაიხრჩო.
მაშველებმა ორივე მათგანი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მათ ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.