სემეკი ბუნებრივი გაზის ტარიფების გადახედვას იწყებს 

01 აგვ 2019

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გადახედვას იწყებს. 

კომისიის სხდომა დღეს, 1 აგვისტოს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. 

კომისიის სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, ტარიფის დაანგარიშება იწყება შემდეგი კომპანიებისთვის: "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის" (ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა), „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, „სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“, „ენერგოკავშირის“, შპს „ვარკეთილაირის“, სს „საჩხერეგაზის“, შპს „ტაბას“, შპს „არზუ გაზისა“ და შპს „თელავგაზისთვის“. 

დასავლეთ საქართველოს, მათ შორის აჭარას ბუნებრივი აირით ''სოკარ ჯორჯია გაზი'' ამარაგებს.