საადრეო ყურძნის რთველი

02 აგვ 2019

საადრეო ყურძნის რთველი აგროსერვის ცენტრში. უწყების ინფორმაციით, სასუფრე ყურძენი აგვისტოში ეტაპობრივად დაიკრიფება, შემოდგომაზე კი გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში საღვინე ჯიშის ყურძნის დაკრეფა  დაიწყება.

აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე განთავსებულია ღვინის სახლი, რომელსაც ტურისტული ობიექტის სტატუსი აქვს.  რთველის პარალელურად  გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში ჭაჭის გამოხდისა და შოთის პურის ცხობის მასტერკლასები გაიმართა.