გამოფენა ყოფილი პატიმრების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში

02 აგვ 2019

თავისუფალ სივრცეში ყოფილი პატიმრის ზურა გოგიბერიძის ხელნაკეთი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ის  ევროკავშირის ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარია.

პროექტის მიზანი  დასაქმებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა. ზურა გოგიბერიძე ასევე სარგებლობს დემოკრატიის ინსტიტუტისა და სიდას მხარდაჭერის პროგრამით.