03 აგვ 2019
ხანძარი სარფის მამათა მონასტერში. გვიან ღამით, ცეცხლი ტაძრის დამხმარე სათავსოში გაჩნდა. დაიწვა 20 კვადრატულ მეტრამდე ფართი და საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლს სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა ებრძოდა.



