გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში წყლის მილი დაზიანდა 

03 აგვ 2019

ბარათაშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში 225 მილიმეტრიანი,  ცენტრალური მილი დაზიანდა. გორგილაძის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილს, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა და სავარუდოდ ღამის 2 საათიდან აღდგება.

დაიტბორა ბარათაშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთა. დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. “შპს ბათუმის წყალში” ავარიის მიზეზს ვერ აკონკრეტებენ