ბათუმის „დინამომ“ ორი ახალი ფეხბურთელი დაიმატა 

03 აგვ 2019

„დინამო“  ბათუმს ორი ახალი ფეხბურთელი ჰყავს.   ბათუმური კლუბის რიგებს 27 წლის ქართველი ნახევარმცველი: ჯაბა ჯიღაური და 31 წლის უკრაინელი მეკარე: მაქსიმ კუჩინსკი შეემატა.  ჯიღაური ბოლოს,  საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე „გრენობლში“ თამაშობდა. 

  ბათუმის „დინამოსთან“მან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.    მაქსიმ კუჩინსკისთვის  კი  ბოლო კლუბი   ლვოვის „კარპატი“  იყო.  შეთანხმების თანახმად, უკრაინელი  გოლკიპერი ბათუმურ კლუბში წლის ბოლომდე დარჩება.