მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტი აშენდება

04 აგვ 2019

აშენდება თუ არა ანაკლიის პორტი ნებისმიერ შემთხვევაში? - ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, ვინაიდან მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალისთვის, საერთო ინფრასტრუქტურისთვის, ევროპისა და აზიის ეკონომიკურ დერეფანში სათანადო ადგილის დაკავებისთვის. მაია ცქიტიშვილის თქმით, ამ შედეგის მისაღწევად რამდენიმე გზა არსებობს.