შეკვეთილში, ელექტროტრავმის შედეგად, სახლის მშენებლობაზე კაცი დაიღუპა
04 აგვ 2019
შეკვეთილში, ელექტროტრავმის შედეგად, სახლის მშენებლობაზე კაცი დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, ცემენტმზიდი ავტომანქანის ე.წ. პომპა სიმაღლეში გაშლისას ელექტროსადენს გამოედო და მაღალი ძაბვის გამო, ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.