გორგილაძის ქუჩაზე, საშაურმეში კაცი დაჭრეს

04 აგვ 2019

ბათუმში, გორგილაძის 91 ნომერში, საშაურმეში კაცი დაჭრეს. ინცინდენტი სავარაუდოდ, გვერდით მაგიდასთან მჯდომ პირებთან შელაპარაკებას მოჰყვა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ფეხის არეშია დაჭრილი.

მაუწყებლის  სატელეფონო ზარებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და  სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ამ დრომდე არ პასუხობენ.