ზღვაზე შტორმის გამო ცურვა აკრძალულია

05 აგვ 2019

ზღვაზე ცურვა აკრძალულია. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე  ამ დროისთვის  3-4 ბალიანი შტორმია, აღმართულია წითელი ალმები.  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.