2020  წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ათი ცვლილება შედის საარჩევნო კანონმდებლობაში

05 აგვ 2019

2020  წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ათი ცვლილება  შედის საარჩევნო კანონმდებლობაში. ინიციატორი სახელისუფლებო პარტიაა, თუმცა ელოდებიან ოპოზიციის მხარდაჭერას. სამუშაო ვარიანტი  მმართველი გუნდის წევრებმა დღეს  გააცნეს ოპონენტებს. 

ერთ-ერთი პუნქტი, რაზეც უმცირესობა მმართველ გუნდთან თანხმდება არჩვენების პროპორციული წესით ჩატარებაა. თუმცა არ მოსწონთ რეგულაციები, რომლებიც სიძულვილის ენის აკრძალვასა და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას ეხება.