მიმდინარე კვირაში არამდგრადი, მაგრამ უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

05 აგვ 2019

ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მიმდინარე კვირის განმავლობაში, დღის საათებში უმეტესად უნალექო და ცხელი ამინდი იქნება. საღამოსა და ღამის საათებში კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ჰაერის ტემპერატურა - როგორც დასავლეთის დაბლობზე, ასევე სანაპირო ზოლსა და აღმოსავლეთ საქართველოში დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

სანაპირო ზოლში ხვალიდან გამოიდარებს და შტორმული სიტუაცია მოიხსნება.