გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადების მიღებას იწყებს

07 აგვ 2019

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის სააპელაციო განაცხადების მიღება იწყება.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროცესი მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს   ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.

განაცხადებს განიხილავს საგანგებოდ შექმნილი დამოუკიდებელი კომისია, რომელიც თავიდან ასწორებს მთელ ნაშრომს ან კონკრეტულ დავალებას.