06 აგვ 2019
"დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ „რუსთავი 2"- ის შემდეგ არ იქნება „ტვ პირველის" ჯერი და ეს მაუწყებელი გააგრძელებს დამოუკიდებლად მუშაობას" - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი ტვ პირველის დამფუძნებლის პროკურატურაში დაბარებას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ გამოკითხვა არ უკავშირდება „ტვ პირველს“ და გავლენას არ იქონიებს არხის მუშაობაზე.
პროკურატურის მიერ „ტვ პირველის" მფლობელის, ვახტანგ წერეთელის გამოკითხვაზე დაბარების თაობაზე დღეს გახდა ცნობილი. წერეთელი სავარაუდოდ, საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით 8 აგვისტოს გამოიკითხება.