რუსეთის პრეზიდენტი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა

07 აგვ 2019

რუსეთის პრეზიდენტი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ხაჯიმბამ კი აფხაზი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს „იმ ყურადღებისთვის, რასაც ის იჩენს რესპუბლიკის მიმართ“.