ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი დაჭრილ სამხედროებისთვის

07 აგვ 2019

2008 წლის აგვისტოს ომში და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას წეროვანის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან.

სარეაბილიტაციო ცენტრი  დასავლური სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიებით  აღიჭურვება. შენობაში განთავსდება  სამკურნალო-სარეაბილიტაციო  აუზი,  ასევე მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის.

ახალი ცენტრი, რომლის მშენებლობაც სამ თვეში დასრულდება, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის  შემსრულებელმა  დაათვალიერეს. ცენტრის მშენებლობა ამერიკის მხარდაჭერით ხორციელდება.
 

ლევან იზორიამ და ელიზაბეთ რუთმა   „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე მოინახულეს.