ბათუმში გარეგანათების ბოძი სატვირთო ავტომობილს დაეცა

07 აგვ 2019

ბათუმში მამია ვარშანიძის ქუჩაზე გარეგანათების ბოძი წაიქცა და სატვირთო ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  თვითმხილველების თქმით, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღდულია და ავტომობილები  ცალმხრივად გადაადგილდებიან.

ფოტო: ერეკლე სიგუა