პარლამენტთან აქციაზე ომში დაღუპულთა სახელები წაიკითხეს

08 აგვ 2019

პარლამენტთან მიმდინარე აქციის 49-ე დღე  მთლიანად 2008 წლის აგვისტოს ომის თემატიკას მიეძღვნა. აქციაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. პარლამენტთან აქციაზე ომში დაღუპულთა სახელები წაიკითხეს და სიმბოლურად 412 ბუშტი გაუშვეს.