პრეზიდენტმა მარიამობა მოსახლეობას რაჭიდან მიულოცა

27 აგვ 2016

საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას მარიამობის დღესასწაული რაჭიდან მიულოცა. გიორგი მარგველაშვილი ამბროლაურში, ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში იმყოფებოდა.პრეზიდენტს ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა მეუფე ვახტანგმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.