პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს შეხვდა

08 აგვ 2019

ჩვენ არ ვივიწყებთ მომხდარ ტრაგედიას, მაგრამ ვაგრძელებთ სვლას მომავლისკენ აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს პრეზიდენტი სოფელ გრემისხევში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით ქვეყნის განვითარებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.  
 

„დღეს თქვენ, საოკუპაციო ხაზის პირისპირ მდგარი, ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს ჯარისკაცები ხართ,“ ასე მიმართა მან ადგილობრივ მოსახლეობას.