აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

09 აგვ 2019

აშშ აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება და რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. ,, მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ სოფელში, ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, რუსეთი მუდმივად არღვევს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლებებს“ - ნათქვამია   აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის 8 აგვისტოს განცხადებაში.