ია კიწმარიშვილმა სასამართლოში „რუსთავი 2"-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა

12 აგვ 2019

დავა რუსთავი ორისთვის გრძელდება. არხის წილებზე პრეტენზია დღეს ია კიწმარიშვილმაც გამოთქვა და საქალაქო სასამართლოში 30% მისაღებად სარჩელი უკვე შეიტანა.  ეროსი კიწმარიშვილის ცოლი არ გამორიცხავს,  რომ დავის დასრულებამდე, „რუსთავი 2"-ზე ყადაღის დადება მოითხოვოს და წილების გასხვისება შეაჩეროს.