რატომ იკეტება ტურისტულ სეზონზე პეტრას ციხე?

13 აგვ 2019

ორ დღეში პეტრას ციხე დაიკეტება და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, რომელიც მომავალი წლისთვის უნდა დასრულდეს.  მის მონახულებას ტურისტები ვეღარ შეძლებენ.

შეამცირებს თუ არა მიმდინარე საზაფხულო  სეზონზე კიდევ უფრო შემცირებული ტურისტების რაოდენობას, ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლის დროებით დახურვა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ გახსნის შემდეგ, ძეგლის მონახულება, მისი რეაბილიტაციის შემდეგ, ფასიანი იქნება.