რუსეთმა უკრაინელი დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

14 აგვ 2019

უკრაინის გადაწყვეტილების საპასუხოდ რუსეთმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოდან თანამშრომელი გაიწვია. უკრაინამ გუშინ ლვოვის გენერალურ საკონსულოში რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.  
 

უკრაინის სპეცსამსახურის ინფორმაციით, რუსი დიპლომატი საჯარო და პოლიტიკურ ფიგურებზე საიდუმლო ინფორმაციებს აგროვებდა.