იაპონიაში ძლიერი სიცხის გამო 23 ადამიანი დაიღუპა, 13 ათასამდე საავადმყოფოშია მოთავსებული 

14 აგვ 2019

იაპონიაში ერთი კვირაში ძლიერი სიცხის გამო,  23 ადამიანი დაიღუპა, 12 751 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი -  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს (kyodonews).

მაღალი ტემპერატურის გამო, ყველაზე მეტი დაშავებული ტოკიოშია. იაპონიის დედაქალაქიდან  1,465 მოქალაქე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

იაპონიის მთავარი ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა 5 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით ფიქსირდებოდა, ქვეყანაში ტემპერატურა 39 გრადუს გადააჭარბა.

მეტეოროლოგების ცნობით, იაპონიაში ძლიერი სიცხე კიდევ სულ ცოტა ორი კვირა იქნება და ამიტომ ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.