14 აგვ 2019
ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ დადგა დრო, ტელევიზიების დავალიანების საკითხი გადაწყდეს და დასრულდეს დაგროვებული გადასახადის მანკიერი პრაქტიკა. ივანე მაჭავარიანმა ეს კომენტარი დღეს, სამი ტელევიზიის მიერ დაგროვებული მილიონობით ვალის შესახებ შეკითხვაზე გააკეთა.