15 აგვ 2019
ორკვირიანი მუსონური წვიმების შედეგად ინდოეთში 270-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ევაკუირებულია მილიონზე მეტი მოქალაქე-ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიამ ათასობით სახლი დაანგრია და დატბორა.
სტიქიამ გაანადგურა ათასობით ჰექტარზე დატესილი კულტურები, დააზიანა გზები, სარკინიგზო ხაზები.
სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სამხრეთით კერალასა და კარნატაკას შტატი.