15 აგვ 2019
მძღოლები და ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებლები ამორტიზებული ბეტონის ფილების ასფალტის საფარით ჩანაცვლებას ითხოვენ. მათი განმარტებით, ზაფხულის სეზონზე ამ ქუჩის გამოყენებით, მძღოლები საცობებს თავს არიდებენ, თუმცა საუბრობენ, დაზიანებული ფილების გამო გახშირებულ ავარიებსა და დაზიანებულ ავტომობილებზე.
მერია ფილებს ეტაპობრივად ასწორებს, თუმცა ეს სურათს დიდი ხნით ვერ ცვლის. ბეტონის ფილები ასფალტით ჩანაცვლების საჭიროებას მერიაში ადასტურებენ, თუმცა წელს მხოლოდ ერთ ქუჩაზეა გათვალისწინებული ფილების აღება.